ხმები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების არ ჯამდება. პირობითად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გირჩის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერს, ისევე როგორც, მე რომ დავდექი დიდუბეში, ენმ-ს ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა და ხმა მისცა ანა დოლიძეს. ამიტომ, სინამდვილეში ჩვენ უნდა წავიდეთ საპირისპირო გზით. პროპორციული სისტემა იმისთვის რომ გვინდა, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და რაც შეიძლება ფართო სპექტრი იყოს ოპოზიციის წარმოდგენილი და ჯამში ოპოზიციას ჰქონდეს რაც შეიძლება ბევრი ხმები, იგივე გზით არის სასიარულო.
გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული გირჩს, მაგრამ ჩემი პოზიცია გირჩის შიგნით იქნება ის, რომ გირჩს აქვს თავისი გზა. შეიძლება განვიხილოთ [ჩემი კანდიდატურა თბილისის მერობაზე].